ამერიკასა და ჩინეთს შორის, სავაჭრო ომი და დაპირისპირება პიკს აღწევს.
ვაშინგტონი ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს, ჯაშუშობაში და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების იგნორირებაში ადანაშაულებს. ტრამპის მიერ უკვე ხელმოწერილი ბრძანება, ამერიკული კომპანიების მხრიდან ჰუავეის აღჭურვილობის გამოყენებას კრძალავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჰუავეისთვის ამერიკული ტექნოლოგიების მიყიდვაც აკრძალა.
ვარაუდს, რომ ოფიციალური პეკინი სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ჯაშუშობისთვის და კიბერქმედებებისთვის იყენებს, ჩინური მხარე კატეგორიულად უარყოფს.