აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროექტები

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს დამატებით 250 000 დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო. თანხა პროექტის – „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობასა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“, მეორე ფაზას მოხმარდება. პირველი პროექტი საქართველოს მთავრობამ დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ, ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის პრეზენტაციას, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრნენ.