აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს

სენატის ასიგნებების კომიტეტის კანონპროექტთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები კეთდება. პოლიტიკურ ძლებს, რომლებიც ზაფხულში კანონპროექტის კონგრესში მიღების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ ფინანსური სანქციების ამოქმედებზე საუბრობდნენ, დღეს უკვე უჭირთ იმის ახსნა, რატომ აღარაა  სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების შესახებ კანონპროექტში დათქმა 132-მილიონიანი დაფინანსების შესაძლო 15 პროცენტით შეზღუდვის შესახებ.

პოლიტიკური სპექტრი აქცენტს უკვე მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე აკეთებს. მმართველ გუნდში კი ოპოზიციას წარსულში გაკეთებულ განცხადებებს ახსენებენ და სიცრუის გავრცელებაში სდებენ ბრალს.