საქართველოსთვის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებული დოკუმენტი.
ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ცალკე თავი აქვს გამოყოფილი. ქვეყნის გასაძლიერებლად თავდაცვის სფეროში დახმარების გაწევა, მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე და თანამშრომლობის გაღრმავება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ის მთავარი მიმართულებებია, რომლებიც საქართველოს ეხება. ახლა თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საკუთარ ვერსიაზე მუშაობს სენატი, რის შემდეგაც ორივე დოკუმენტი შეჯერდება და საბოლოო ვარიანტი პრეზიდენტს გაეგზავნება. მანამდე კი კონგრესის მიერ უკვე დამტკიცებულმა კანონპროექტმა თბილისში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.