აშშ-ის ელჩის ვიდეოკონფერენცია 

აშშ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს დახმარებას განაგრძობს – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, საქართველო პანდემიის წინააღმდეგ კარგად იბრძვის, ისევე, როგორც ქართველი ექიმები. ელჩმა აშშ-სა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავებაზეც გაამახვილა ყურადღება.

კელი დეგნანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ებრძვის პანდემიას, ამ ომში ეხმარება მსოფლიოსაც და საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას გეგმავს.