ამერიკა საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყანაა და მის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, – განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. რობინ დანიგანს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. დიპლომატმა ჩვენი ქვეყნის მიმართ მყარი და მტკიცე მხარდამჭერი პოზიციები დააფიქსირა.
ელჩმა თქვა, რომ მზად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიმართულებით იმუშაოს. მოხსენების თემა იყო „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. ელჩმა კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხა.