მოლაპარაკებათა მაგიდიდან პროცესმა შესაძლოა ისევ ქუჩაში გადანაიცვლოს.
დიალოგის მეხუთე რაუნდი დიდი ალბათობით არ იქნება. გიგი უგულავას დაკავების გამო ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე მმართველ პარტიასთან საუბრის აზრს ვერ ხედავს და ორი თვის შემდეგ ახალი სამოქმედო გეგმის გამოცხადებას აპირებს. მაშინ როდესაც ხელისუფლება და მისი ოპონენტები დიალოგის ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ, საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდება სწორედ დაწყებული დიალოგის გაგრძელებაა. თუ კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერება ვერ მოხერხდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი, ანუ შერეული მოდელით ჩატარდება. ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ერთ-ერთ სტრატეგიად მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დასახელებას განიხილავს. ახლა საინტერესოა, რამდენად იქნება ეს გეგმა მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის მისაღები.