ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრა და პირველი არხის სამუშაო პროცესს გაეცნო.
კელი დეგნანი ჟურნალისტებს მიესალმა, რის შემდეგაც ხანგრძლივი შეხვედრა გამართა საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელთან, გიორგი გვიმრაძესთან. შეხვედრის ბოლოს კელი დეგნანმა დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამერიკის ელჩი დარწმუნებულია, რომ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებისა და სანდოობის კუთხით დაკისრებულ მისიას საქართველოში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს.