რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქის აღებას ორ დღეში გეგმავდა, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი. უილიამ ბერნსმა კონგრესში გამართული მოსმენების დროს თქვა, რომ ახალა შესაძლოა, პუტინმა გააორმაგოს ძალისხმევა. სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თქმით, პუტინი წლების განმავლობაში სათანადოდ ვერ აფასებდა უკრაინას.