მერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ტრადიციული ამერიკული სტილის პიკნიკი მოეწყო. ღონისძიებაზე 2 000-დე ქართველ, ამერიკელ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლეს. აშშ-ის დამოუკიდებლობის 247-ე წლის აღსანიშნავ პიკნიკზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობი, ბარბექიუ და ცოცხალი მუსიკა დახვდათ. ღონისძიების დასასრულს, საელჩოს თანამშრომლებმა ამერიკის ჰიმნიც შეასრულეს. პიკნიკი ფეიერვერკით დასრულდა.