ზარი ბრიუსელიდან – საქართველოს პირველ დიპლომატს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაურეკა.
ენტონი ბლინკენი ბელგიის დედაქალაქში უკრაინის აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების განსახილველად არის ჩასული. როგორც ირკვევა, სატელეფონო საუბრის მთავარი თემა ოკუპაციის მძიმე შედეგები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია იყო. ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისგან ქვეყანამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც.