ონლაინ-შეხვედრა, რომელზეც ამერიკისა და რუსეთის მომავალი ურთიერთობის დღის წესრიგია დამოკიდებული.
ექვსი თვის შემდეგ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკვე ორ საათზე მეტია, ერთმანეთს ვირტუალურად ხვდებიან. თეთრი სახლის და კრემლის ლიდერების საუბრის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და ინტერესი გაორმაგებულია, რადგან ონლაინ-შეხვედრა ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის და უკრაინასა და რუსეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ვითარების ფონზე მიმდინარეობს. ამ გარემოებას თან ერთვის მოსკოვის ბოლოდროინდელი მუქარის შემცველი გზავნილები უკრაინის და საქართველოს მიმართ იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს. რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის მაღალი საფრთხეების ფონზე კიევი პუტინის მიმართ ბაიდენის საკმაოდ მწვავე და მკაფიო გზავნილების დაფიქსირებას ელოდება. ამ მოლოდინს ზრდის ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის დღევანდელი განცხადება, რომლის მიხედვით რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში, ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროებს გაგზავნის და სანქციებსაც აამოქმედებს.
პირდაპირი ჩართვა ვაშინგტონიდან, – „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე გვეტყვის, როგორია ონლაინ-შეხვედრის მიმართ მოლოდინი და პროგნოზები.