აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია
აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ი შეშფოთებულია გუგუტიანთკარში „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების დამონტაჟების განახლების გამო“.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აშშ-ი იმედოვნებს რომ ახალი ღობეების და ბანერების მშენებლობა დაუყოვნებლივ შეწყდება.