აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის წარმატება, – ასეთია შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როს უილსონმა ეს განცხადება ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა. ქვეყნის მთავრობას კი დიპლომატმა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
მისმა უწმინდესობამ ელჩი გუშინ საპატრიარქოში მიიღო. შეხვედრაზე ასევე ამერიკა–საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, ილია მეორემ როს უილსონს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.