ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რექს ტილერსონი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამაზე უარს დღეს არაფრის სანაცვლოდ არ იტყვის, რისთვისაც აუცილებელია პირისპირ შეხვედრა.
გაერო-ს მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას არ წყვეტს, ფხენიანიდან კი, ვაშინგტონის მისამართით მუქარის შემცველი რიტორიკა ისევ ისმის.