ამერიკის და ჩინეთის მრავაწლიან სავაჭრო ურთიერთობაში ბზარია. ოფიციალური ვაშინგტონი სავაჭრო დეფიციტით არის უკმაყოფილო.
ორ ქვეყანას შორის წლიური სავაჭრო ბრუნვა 660 მილიარდ დოლარს შეადგენს – აქედან ამერიკული საქონლის ექსპორტი 110, ჩინური პროდუქციის კი 550 მილიარდ დოლარს აღწევს. ამიტომ დონალდ ტრამპი ჩინურ მხარესთან სავაჭრო შეთანხმებების გადახედვასაც არ გამორიცხავს. მითუმეტეს, რომ ისტორიას ორი ასეთი შემთხვევა უკვე ახსოვს: 1930 წელს ჰერბერტ ჰუვერმა 20 ათასზე მეტ იმპორტულ საქონელზე ტარიფი დააწესა. მაშინ ევროპის საპასუხო რეაქციამ სავაჭრო ბრუნვის შემცირება გამოიწვია, რამაც დიდი დეპრესიის დასაწყისში სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი ამერიკამ სავაჭრო ომი იაპონიასთან გააჩაღა, თუმცა ამ შემთხვევაში მოგებული მხარე თავად აღმოჩნდა.