აშშ ბელარუსს ენერგორესურსებით უზრუნველყოფას სთავაზობს

ნავთობზე დავა რუსეთის და ბელარუსის ურთიერთობას სულ უფრო ამწვავებს.

ლუკაშენკო მოსკოვს ულტიმატუმს უყენებს და ნავთობის საბაზრო ფასად მიწოდებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური მინსკი მზადაა, შავი ოქრო აშშ-ისგან შეიძინოს. დახმარების პირობა ბელარუსის პრეზიდენტმა მინსკში ოფიციალური ვიზიტით ჩასული ამერიკის სახელმწიფო მდივნისგან უკვე მიიღო. ბელარუსს ნავთობისა და გაზის რეგულარული მიწოდების სქემის ამოქმედება შესთავაზა ლიეტუვამაც. მინსკი ალტერნატიულ გზებს ეძებს.

ლევან ახალაია არკვევდა, მოუწევს თუ არა შექმნილ ვითარებაში მოსკოვს დათმობაზე წასვლა.