მსოფლიო დღის წესრიგის ახალი თემა და კიდევ ერთი გამოწვევა საერთაშორისო საზოგადოებისთვის – ამერიკის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის უთანხმოება მწვავდება. პარიზი საპასუხო ზომებს ამკაცრებს. საფრანგეთი ფიქრობს, რომ პარტნიორებმა უღალატეს და მის ზურგს უკან ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომლის გამოც ქვეყანამ მილიარდობით დოლარი დაკარგა, ფრანგული სამხედრო მრეწველობის პრესტიჟი კი შელახა. აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩების გაწვევის შემდეგ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრას აუქმებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური პარიზი ევროკავშირსა და ავსტრალიას შორის სავაჭრო შეთანხმების ჩაშლასაც ლობირებს. მსოფლიო ლიდერები ახლა ნიუ იორკში იკრიბებიან, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეა იწყება. არსებობს მოლოდინი, რომ გაეროს შტაბ-ბინაში მწვავე დებატები რთული მოლაპარაკებები იქნება.