არტეფაქტების რეკონსტრუქცია

ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში დადიანების აქამდე უცნობი სამთავრო სასახლის შესწავლის მიზნით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ყოველთვის იყო როგორც საზოგადოების, ისე სამეცნიერო წრეების ყურადღების ცენტრში. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ჩატარდა არაერთი არქეოლოგიური კვლევა და   მეცნიერებმა სხვადასხვა მასალასაც მიაკვლიეს. ბოლო არქეოლოგიური გათხრები 2019 წელს განხორციელდა და დადიანების სამთავრო სასახლის შესახებ ახალი დეტალებიც გახდა ცნობილი.