„არტ-გენი 2019“ გაიხსნა

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „არტ-გენი 2019“-ის თბილისის ტური საქართველოს პირველი არხის პროექტ „აკუსტიკის“ პროგრამით გაიხსნა.

მე-16 „არტ-გენზე“ ტრადიციული პროგრამის გარდა მაყურებელს ბევრი პრემიერა და სიახლე ელის.

7 ივლისს „არტ-გენის“ თბილისის ტური დათო ევგენიძემ გახსნა. კონცერტამდე მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა „აკუსტიკის“კონცერტს დასწრებოდა.

დღეს ფესტივალის პროგრამას სხვა შემსრულებლები გააგრძელებენ. თბილისის ტურს ტრადიციულად წინ უძღოდა ფესტივალის რეგიონული ტურნე.

ფესტივალმა სტარტი 16 ივნისს ახმეტიდან აიღო. „არტ-გენი“ 14 ივლისს სუხიშვილების კონცერტით დასრულდება.