„არქიტექტურული პრემია 2024“

საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა და ჟურნალ „სტილის“ ორგანიზებით სასტუმრო „ბილთმორში“ „არქიტექტურული პრემია – 2024-ის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ყოველწლიური საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი მეთვრამეტედ ტარდება და მისი მონაწილეები ქართველი და უცხოელი არქიტექტორები არიან. წელს კონკურსს 157 ქართველი და უცხოელი მონაწილე ჰყავდა.

გამარჯვებულები 17 ნომინაციაში დასახელდა, მათ შორის საზოგადოებრივი ნაგებობა, ინტერიერი, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ლანდშაფტის არქიტექტურა, სტუდენტური პროექტი და ქალაქგეგმარებითი პროექტი. საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ დაამტკიცა.