არქეოლოგიის ყოფილი ინსტიტუტის შენობის დემონტაჟისას კედელი ჩამოინგრა

თბილისში, უზნაძის 14 ნომერში, არქეოლოგიის ყოფილი ინსტიტუტის შენობის დემონტაჟისას კედელი ჩამოინგრა და ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა. შენობის დანგრევა ერთი კვირის წინ დაიწყო, ადგილზე სასტუმრო უნდა აშენდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეები და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. კომპანია „ბეტა ჯგუფში“ ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბარში განაცხადეს, რომ დაზიანებულ სახლს პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებენ.