მან ქვეყანას ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული, ათეულობით მონოგრაფია და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სკოლა დაუტოვა. დღეს არნოლდ ჩიქობავას 120 წლის იუბილეა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულ ცნობილ ქართველ ენათმეცნიერს მისი სტუდენტები იხსენებენ – ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტსა და ენათმეცნიერების ინსტიტუტში მასწავლებლის მიერ დაწყებულ საქმეს განაგრძობენ.