არის თუ არა ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია თბილისში კიდევ ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი
გახდა თუ არა ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია დღეს თბილისში კიდევ ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი. “თეთრი ხმაურის მოძრაობა” აცხადებს, რომ ახალგაზრდები საკუთარ სახლში ნარკოტიკების მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში დაიღუპნენ.
მოძრაობა ე.წ მეფედრონსა და ქვეყანაში შემოსულ, უცნობი ნივთიერებებით დაბინძურებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე საუბრობს. ორი პირის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას განიხილავს შინაგანს საქმეთა სამინისტროც.
გურამ როგავა განავრცობს თემას.