არეულობა გრძელდება ღაზას სექტორში.
გაიზარდა სპეცდანიშნულების რაზმთან შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. რამალაში კი პარალელურად პალესტინის მომავალზე მსჯელობენ. პალესტინის ეროვნული საბჭო 1996 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. საბჭოს ბოიკოტი გამოუცხადა რადიკალურმა სუნიტურმა ორგანიზაცია „ჰამასმა“, რომელიც პალესტინის ავტონომიურ ლიდერს შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიმართ არასაკმარისად ხისტი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.