არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე უმრავლესობა სპეციალური რეზოლუციის მიღებას გეგმავს
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე საპარლამენტო უმრავლესობა სპეციალური რეზოლუციის მიღებას გეგმავს.
ტექსტზე მუშაობას მმართველი გუნდი მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დაასრულებს, რის შემდეგაც დოკუმენტი უკვე პარლამენტს წარედგინება. როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, რეზოლუციაში საუბარი იქნება ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტი დოკუმენტით მოითხოვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვებას.
როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა, როგორც ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები რეზოლუციის ტექსტის მხარდაჭერას გეგმავენ. ნაციონალური მოძრაობა კი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დოკუმენტის ტექსტს გაეცნობა.