არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციური პარტიების წევრებმა მიუსამძიმრეს
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციური პარტიების წევრებმა მიუსამძიმრეს. წეროვანში იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებია.
პოლიტიკოსები სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანამ ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.