კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამის ალბათობას გულისხმობს.
კითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“ თუ ამის საჭიროება დადგება და დაიწყო თუ არა აღნიშნულზე კონსულტაციები, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.