საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეები გამოჩნდებიან. აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ახალი სახეები იქნებიან როგორც პარტიაში, ისე საკანონმდებლო ორგანოში.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმრავლესობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს.