დემოკრატიაზე, არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის რუსეთის ინტერესებში, საზოგადოებას ვთხოვ, დაფიქრდეს, რას ემსახურებიან რადიკალური პარტიები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საზოგადოება გადაწყვეტილებებს მხოლოდ არჩევნების გზით იღებს, პროტესტისთვის არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები და ხელისუფლება არ დაუშვებს ვინმემ კანონდარღვევით სცადოს საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმა.