არჩილ თალაკვაძის განცხადება

მმართველი გუნდი უახლოეს მომავალში იმსჯელებს, რომელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს. ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი თქმით, მმართველი გუნდი რეგისტრაციის პროცესის დასრულებას ელოდება და აღნიშნულ საკითხს სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავს. გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.