არჩილ თალაკვაძის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პარტნიორობის აღსანიშნავ საზეიმო მიღებას დაესწრო და შეერთებულ შტატებში სასწავლებლად მყოფ ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა.
პარალელურად, გრძელდება შეხვედრები შეერთებული შტატების კონგრესში. მთავარი აქცენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე კეთდება.