შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად საქართველოს სტუმრობს.
ოფიციალური ვიზიტის ნაწილი მარინა კარიბიო გუშეტმა დღეს ქართველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც მხარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
არჩილ თალაკვაძემ შვეიცარიის პარლამენტის სპიკერს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება იყო.
პარლამენტიდან მარინა კარობიო გუშეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრა, სადაც სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან. დღესვე თბილისში შვეიცარიის საელჩოს ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნება.