პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიების მიმართვას პასუხობს. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის რფორმირების პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების რაოდენობა გაიზრდება და გაფართოებული შეხვედრა 8-10 ივლისის შეხვედრების შემდეგ გაიმართება.
სამუშაო ჯგუფში პარტიების ჩართულობის გაზრდის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე სპეციალურ მიმართვას 15-მა პარტიამ მოაწერა ხელი. ამ განცხადებაში ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ პარტიების რაოდენობა გაიზარდოს 8-10 ივლისს დაგეგმილ შეხვედრამდე.