საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას იმავე სქემით მიიღებენ, რომელიც აქამდე არსებობდა. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, ცესკო პროცედურების გამარტივებას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ უბნების სიმცირეს აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ რეგისტრაციის გავლა სავალდებულო აღარ იყოს.
უბნების დამატებაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა, მმართველ გუნდს განსხვავებული მოსაზრება აქვს. „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ქმედებებში არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობას ხედავს.