შვიდი თვის შემდეგ 20 საარჩევნო უბნის შედეგები თავიდან არის დათვლილი.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული უბნების მონაცემები 12-მა ადამიანმა პირდაპირ ეთერში დათვალა. მომავალი კვირიდან კონკრეტულ პირთა გამოკითხვები დაიწყება. დიდი ალბათობით, მათ შორის იქნებიან ცესკო-ს თავმჯდომარე, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. სწორედ საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბების და ოქმებში დაფიქსირებული მკვეთრი დისბალანსის არგუმენტით თქვა უარი ოპოზიციამ თავის დროზე მანდატების მიღებაზე და ბოიკოტს მიმართა. რეგლამენტით, კომისიის მიერ დაბარებულ პირს უარის თქმის უფლება არ აქვს. ამ ეტაპზე საპარლამენტო კომისიაში ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი პარტია მუშაობს, დანარჩენი ოპოზიცია შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმების შემდეგ კომისიის მუშაობის აზრს ვეღარ ხედავს.