ოზურგეთში ქართული ოცნების მეორბის კანდიდატის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს მისი კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბი. შტაბის წევრები აცხადებენ რომ ამის მიზეზი სოფელ ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელ გიორგი როყვაზე განხორციელებული შანტაჟი და იძულებაა. შარაშენიძის მომხერეების განმარტებით, როყვა არჩევნების პირველ ტურში „ევროპული საქართველოდან“ დეპუტატობისთვის იბრძოდა, თუმცა მეორე ტურში მათ დაუკავშირდა და უბანზე წარმომადგენლად დარეგისტრირების სურვილი გამოთქვა. შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი სირაძე იწმუნება რომ მათ მომხრეზე უშუალოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ განახორციელა ზეწოლა. საჯაროვდება სატელეფონო მიმოწერაც. ,,ქართულის ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებს და მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ურჩევს მიმართოს შესაბამის უწყებებს.