შეცვლილი პოლიტიკური სურათი და კონფიგურაცია საფრანგეთში.
პრეზიდენტის კოალიციამ ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა. არჩევნები მაკრონის პოლიტიკური გუნდის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა 577-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 245 მანდატის მოპოვება ნიშნავს, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გასატანად თუ რეფორმების დასამტკიცებლად პრეზიდენტის პარტიას სხვა პოლიტიკურ ძალებთან მოუწევს თანამშრომლობა და შეთანხმების მიღწევა. უმრავლესობის მოსაპოვებლად ემანუელ მაკრონის კოალიციას მხოლოდ 44 ხმა დააკლდა. არჩევნების შედეგების გათვალისწინებით მთავრობა მოსალოდნელ რისკებზე იწყებს საუბარს. ერთ-ერთი პირველი გამოწვევა კი მოქმედი პრემიერ-მინისტრის შენარჩუნებაა, რაც არჩევნებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური კოალიცია ამ პოსტზე საკუთარ კანდიდატურას ამზადებს.