მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური რეალობა შეცვალა.
წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ შეძლო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტის, იგორ დოდონის სოციალისტური პარტია, რომელიც რუსეთი მხარდამჭერი განცხადებებით არის ცნობილი.
ოპოზიციის ნაწილი საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს.