გერმანიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტია აგებს.
ძალიან მცირე სხვაობით ლიდერობენ „სოციალ-დემოკრატები“. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ამ პარტიის გამარჯვებაა მეკლენბურგ-ვორპომენის მიწაზე, რომელსაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პარლამენტში უკვე ყოფილი კანცლერი, მერკელი წარმოადგენდა. ამ ფედერალური მიწის მოსახლეობამ მანდატი არა მერკელის გუნდს, არამედ განსხვავებული პარტიის კანდიდატს მისცა, რასაც ექსპერტები თავად მერკელის პირადი რეიტინგით ხსნიან და არა მისი პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პოპულარობით. არჩევნების წინასწარი მონაცემები საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ საარჩევნო მარათონში ჩართულმა პოლიტიკურმა ძალებმა თითქმის თანაბარი შედეგები აჩვენეს. ახლა კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. პროცესი რთული იქნება.