არჩევნების შემდეგ საპროტესტო რეჟიმში გადასული ოპოზიცია საერთაშორისო ზედამხედველობით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
კიდევ ერთი მოთხოვნაა დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. ამომრჩევლებზე ზეწოლა, დაშინება, ამომრჩეველთა გაყალბებული სიები, მარკირებისგან თავის არიდება, ე.წ. კარუსელი რეგისტრატორების ჩართულობით, ცდომილებები სიებში – ხელისუფლების ოპონენტები ამ დარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას უახლოეს პერიოდში აანონსებენ. თავის მხრივ 200-მდე უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი გაყალბების ერთ-ერთ მთავარ სქემად ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა არასწორი სიების ჩატვირთვას ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ ერთი და იმავე ადამიანმა ხმა რამდენჯერმე მისცა. სწორედ ხმების გადასამოწმებლად დღეს ცესკო-ს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის გასაჯაროებაც მოსთხოვეს. ამომრჩეველთა დუბლირების ბრალდებას ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ დასკვნით პასუხობს, რომელიც ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატარა. ოპონენტების მწვავე განცხადებები არჩევნების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და 2020 წლის სცენარის გამეორებაა მმართველი გუნდისთვის.