ცესკო-ს განცხადებამ პარლამენტის დღის წესრიგზეც მოახდინა გავლენა.
არჩევნების მეორე ტურის თარიღი საკანონმდებლო ორგანოში აქტიური განხილვის თემაა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხელისუფლებასა და ცესკო-ს შორის რაიმე შეთანხმებას კატეგორიულად გამორიცხავენ და ხაზს უსვამენ, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა სამართლებრივი კუთხით დაშვებულია.