მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა.
ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგად მოქმედი პრეზიდენტი მეტოქეს 11 %-ით უსწრებს. საბოლოო გამარჯვება მაია სანდუს ემიგრანტების ხმებმა მოუტანა. საზღვარგარეთის უბნებზე სანდუს ამომრჩეველთა 83 %-მდე დაუჭირა მხარი. მოლდოვის შიგნით კი ის მცირედით ჩამორჩება თავის მოწინააღმდეგეს, ყოფილ გენერალურ პროკურორსა და „სოციალისტური პარტიის“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ ალექსანდრ სტოიანოგლუს. ამიტომ „სოციალისტური პარტია“ არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ საკუთარ კანდიდატს მიიჩნევს, სანდუს კი დიასპორის პრეზიდენტად აცხადებს. არჩევნები მძიმე ბრალდებების ფონზე ჩატარდა. მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს არჩევნებში მასშტაბურ ჩარევაში სდებს ბრალს.