არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს-მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ. მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. შეგახსენებთ, არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, მაია სანდუმ ხმების 42.45% მიიღო, სტოიანოგლოს კი მხარი ამომრჩეველთა დაახლოებით 26-მა პროცენტმა დაუჭირა. მოლდოვაში აცხადებენ, რომ რუსეთი, შესაძლოა, საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცადოს.