არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გადაწყვეტილება

მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. ბარიერგადალახული რვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა პარლამენტში შესვლაზე და, შესაბამისად, მეორე რაუნდში მონაწილეობაზე ისევ უარს ამბობს. თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადასულ ოპოზიციურ პარტიებს შორის რიტორიკა და გზავნილები ერთნაირი არ არის. ამ მხრივ საინტერესოა „გირჩის“ პოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგების გასწორებასა და შემდეგ მეორე ტურზე კონცენტრირებას გულისხმობს. თუმცა, მათი წინადადება ჯერ უპასუხოდ რჩება.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, გადაიხედება თუ არა ოპოზიციის მხრიდან ხელმოწერებით დადასტურებული უარი მანდატებზე და მიმდინარეობს თუ არა პოლიტიკურ სპექტრში ამ საკითხზე შიდა მოლაპარაკებები.