საქართველოს მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს ზუსტად ორ კვირაში აირჩევს.
ცესკო-მ პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ორი საათის წინ გამოსცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება.
სამუშაო დღის უქმედ გამოცხადების მიუხედავად, არჩევნების თარიღი უკვე გახდა პოლიტიკური დავის საგანი.
ოპოზიცია მმართველ გუნდს გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მოსალოდნელ პრობლემაზე მიუთითებს, დიასპორის პრობლემაზე დღეს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმაც მიანიშნა.
გამოცხადებული თარიღი არ მოსწონს მესამე სექტორსაც. პოლიტიკური სპექტრისთვის არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა. სავარაუდო თარიღზე ინფორმაცია დილიდან გავრცელდა, ვარაუდი კი მმართველი პარტიის გენერალური მდივნის ფრაზამ კიდევ უფრო გაამყარა.