არჩევნების გაშუქება საქართველოს პირველ არხზე

საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოცხადებულია. საქართველოს პირველი არხი საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად აქტიურ მზადებას იწყებს. ხვალიდან „ბიბისი“-ზე  20-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ჟურნალისტი ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებისთვის ონლაინტრენინგებს ჩაატარებს. შეიქმნება არჩევნების გაშუქების სპეციალური დოკუმენტიც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნება. ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც პირველი არხი საკუთარი პროგრამებისა და ხედვების გასაცნობად ეთერს დაუთმობს საარჩევნო მარათონში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას. იგულისხმება როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური სუბიექტები.

დღეს შეიქმნა 1tv.ge-ს ახალი გვერდი – არჩევნები 2020,  სადაც  წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია განთავსდება.  პლატფორმაზე   უკვე  ატვირთულია დოკუმენტები  იმის თაობაზე,  თუ კონკრეტულად  რას სთავაზობს  საზოგადოებრივი მაუწყებელი  საარჩევნო სუბიექტებს.  სამივე პლატფორმა  – საქართველოს პირველი არხი, რადიო და ვებგვერდი – 1tv.ge, პირველი სექტემბრიდან საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.