არჩევნების და რეფერენდუმის შედეგები მოლდოვაში - გამოხმაურება საქართველოში
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, სადაც ხუთ დღეში ახალ პარლამენტს ირჩევენ.
მოლდოვის საარჩევნო შედეგების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში საქართველო სწორედ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ასოცირებულ ტრიოს წარმოადგენდა, ორი წლის წინ კი ტრიო დაიშალა და მოლდოვა, ისევე როგორც უკრაინა, საქართველოსთან შედარებით ევროინტეგრაციის გზაზე დაწინაურდა. მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი თვეებით ადრე მიიღო და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებიც უკვე გაეხსნა.
რატომ ვერ მოახერხა ევროინტეგრაციის საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში უფრო დამაჯერებელი შედეგების ჩვენება და პირველივე ტურში გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელიც პროევროპული კურსის გამტარებელია და რომლის კამპანია სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე იყო აგებული – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.