ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 11 ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მათ შორის არის ფიზიკური დაპირისპირების ცალკეული ფაქტები, ასევე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი შემთხვევა, თუმცა შსს სოფელში დაფიქსირებულ გასროლას არჩევნებს არ უკავშირებს.
სამართალდამცავები აბაშაში მომხდარ ფაქტსაც იძიებენ, რა დროსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა.
გამოძიება ინტერესდება მარნეულის 49-ე უბანზე მომხდარი შემთხვევით, ასევე, ქალაქ რუსთავთან დაკავშირებული განცხადებებით.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, რუსთავში ოპონენტები ამომრჩევლებს ხმის განმეორებით მიცემას აიძულებდნენ.