არჩევნების მე-2 ტური - მოქალაქეთა აქტივობა 12 საათის მონაცემებით

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია.

12:00 საათის მონაცემებით, მოქალაქეთა აქტივობა 19.6 პროცენტს შეადგენს, რაც ჯამში 688 ათას 551 ამომრჩეველია,- ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ცესკო-ში დარღვევების შესახებ ინფორმაცია შევიდა. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 10 საჩივარია დაწერილი.